ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციისთვის 1,410,000 ლარი დაიხარჯება

Construction News

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად ორივე ქუჩა კაპიტალურად მოწესრიგდება და განახლდება.

პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,410,000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში, აგვისტოში დასრულდება.

მსგავსი სტატიები