ბრიტანული სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ანაზღაურების გამო თანამდებობა დატოვა

Construction News

ბრიტანული  წამყვანი სამშენებლო კომპანია “FTSE-250” -ის გენერალურმა დირექტორმა, თანამდებობა დაბალი ანაზღაურების გამო დატოვა.

MJ Gleeson 7 წელი მართავდა კომპანიას და მიუხედავად კარგი შედეგისა და კომპანიის წარმატებისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიაში ვერ შეთანხმდნენ მისი ანაზღაურების გაზრდაზე.

Sky News სანდო წყაროზე დაყრდობით იუწყება, რომ გენერალურ დირექტორს გასულ წელს 3 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც კომპანიის 483,6 მილიონიანი ბრუნვიდან საკმაოდ მნიშნელოვან წილს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს მან ჯამში 2,8 მილიონი ფუნტი მიიღო. შარშან შეჯამებული ანგარიშით კი ირკვევა, რომ კომპანიის მართვაში მოსვლის შემდეგ, მას ჯამში 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს მიღებული.

MJ Gleeson-ის საქმიანობის პერიოდში, კომპანიაში დასრულებული საცხოვრებელი ობიექტების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მსგავსი სტატიები