ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მინა, რომელიც მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის

Modern Roofing

უახლესი ალტერნატივა, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები მზის სინათლისგან ენერგიის საწარმოებლად გვთავაზობენ, სტანდარტულ მზის პანელებთან შედარებით 35-40%-ით უფრო იაფია. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს უნივერსალური “სინათლის შემკრები მინა”, რომელიც ფანჯრის ან დეკორაციის გარდა, შენობის კედელსა და სახურავზეც შეიძლება დამონტაჟდეს.

ინოვაციურ მინას თითოეულ კვადრატულ მეტრზე 200 ვატი ელექტროენერგიის შეგროვება შეუძლია. ამისთვის, ის მასზე დაცემული სინათლის 75%-ს იყენებს. ამ უნარს ინოვაციური მინა სპეციალური ორგანული საღებავის გამოყენებით იძენს. საღებავი მოლეკულურ დონეზე ახდენს სინათლის შთანთქმას, გარდაქმნის მას სინათლის ტალღებად და მიმართავს ფოტოვოლტატიკური უჯრედებისკენ, რომელიც მინის კიდეზეა განლაგებული.

ცნობისთვის – “სინათლის შემკრები” საღებავის შემუშავება აშშ-ში ჯერ კიდევ 1970 წლიდან დაიწყეს, თუმცა მისი პრაქტიკულად გამოყენება მხოლოდ 2008-2012 წლებიდან გახდა შესაძლებელი. ინოვაციაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები მუშაობდნენ. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე საღებავის ეფექტურობა ძალიან მცირე იყო, 2-3 თვეში მას მზის შუქი აზიანებდა. თუმცა მოგვიანებით მკვლევარებმა შეძლეს საღებავის გამძლეობა 2-3 წლამდე, ხოლო ეფექტურობა 15-17%-ით გაეზარდათ.

მსგავსი სტატიები