ბრიტანეთში უმსხვილესი მეტალურგიული საწარმო კრიზისშია, პარლამენტი სექტორის კვლევას იწყებს

BDO.ge

ბრიტანეთში, კომიტეტი BEIS  (Business, Energy and Industrial Strategy) მეტალურგიის ბაზრის კრიზისის კვლევას იწყებს.

ბიზნეს ომბუცმენი და British Steel -ის ყოფილი დამფუძნებლები მიწვეული არიან პარლამენტში, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის კითხვებს უპასუხონ – საკითხი ბრიტანეთის უმსხვილესი, ზომით ქვეყნის მეორე მწარმოებელი კომპანიის კრიზისს ეხება.

კომიტეტის ხელმძღვანელს ლეიბორისტული პარტიიდან, რეიჩელ რივზს, სურს შეისწავლოს British Steel-ის მფლობელი კომპანია Greybull Capital-ის საქმიანობა. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს პერიოდი 2016 წლიდან – ზარალით დასრულებულ გასულ თვემდე, რაც საფრთხეს უქმნის 25,000 ადამიანის დასაქმებას ქვეყანაში.

ამ ეტაპზე კომპანია, სახელმწიფოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება.

British Steel-ის შესყიდვით დაინტერებული პირებისთვის უკვე ცნობილია, რომ მათ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, თავიანთი პირობების შესახებ. პროცესში ჩართულ მხარეებს კი ეეჭვებათ საიმედო წინადადების მიღება.

ერთ-ერთმა პოტენციურმა მყიდველმა უკვე გააკრიტიკა “OR”-ის (Official Receiver) წარმომადგენელი იმ განცხადების  გამო, რომლითაც შესული წინადედები “გადამრჩენელის გამოჩენის ყალბ იმედად” იყო შეფასებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც არა მთლიანი კომპანია British Steel-ით, არამედ მისი გარკვეული ნაწილით არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ომბუცმენი გრეგ კლარკის გადაწყვეტილებით, აპრილში 120 მილიონი ფუნტი გამოიყო, ნახშირბადის ბიზნესის დასაკრედიტებლად. პროექტში British Steel-ის მონაწილეობა გამოირიცხა, რასაც ბრექსიტს უკავშირებენ. დეპუტატები ასევე სწავლობენ ბრექსიტის გავლენას სხვა მსხვილ საწარმოებზეც.

კომიტეტი BEIS  უარს აცხადებს წინასწარ განცხადებებზე, ვიდრე საკითხი სრულად არ იქნება  შესწავლილი.

მსგავსი სტატიები