სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მშენებელს პატიმრობა შეეფარდა

Construction News

5 ივნისს, ქალაქ ბრაიტონის სასამარლომ ბრიტანელ თვითდასაქმებულ მშენებელს სასჯელის სახით პატიმრობა შეუფარდა – 3 წლის გოგონას სამშენებლო მოედანთან ახლოს საშენი მასალა დაეცა. შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს ბრაიტონში, პრისტოლის ქუჩაზე მოხდა. გოგონა დედასთან ერთად იმყოფებოდა. მას ხის სამშენებლო მასალა დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან დაეცა.

ექიმების განმარტებით, გოგონა სტაბილურადაა, თუმცა მისი ჭრილობა სრულ რეგენერაციას შესაძლოა არ ექვემდებარებოდეს.

ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა, ერთწლიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ სამშენებლო მოედანზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

სასამართლომ მშენებელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18-თვიანი პირობითი სასჯელი და დამატებით 5,727 ფუნტის ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სტატიები