ბრიტანეთში “ლესტერ სიტის” ახალ სავარჯიშო კომპლექსს £120 მილიონად ააშენებენ

Construction News

საფეხბურთო კლუბ “ლესტერ სიტისთვის” ახალი სავარჯიშო კომპლექსის აშენება იგეგმება. სავარჯიშო კომპლექსი „Park Hill Golf“-ისა და ჩანრვუდის „Fishing Centre“-ის ადგილზე აშენდება. ობიექტის მშენებლობაში £120 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება.

ახალ კომპლექსს 11 ღია ტიპისა და 8 პატარა ზომის მოედანი ექნება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილი აუზისა და სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას.

worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, “ლესტერ სიტის” სავარჯიშო კომპლექსში 35 საძინებელი, ადმინისტრაციული ოფისები და მედია ცენტრი განთავსდება. გარდა ამისა, კომპლექსის გარშემო არსებული 11-დან 4.4 ჰექტარზე 38, 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება, ხოლო 14.6 ჰექტარის ტერიტორია ვენახის გაშენებას მოხმარდება.

კომპლექსის დახურული ტიპის მოედანი 2020 წლისთვის გაიხსნება.

მსგავსი სტატიები