ბრიტანეთში გზის სარემონტო სამუშაოები £201 მილიონით დაფინანსდება

Construction News

ბრიტანეთის სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, 1,000 მილზე მეტი გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებისთვის £201 მილიონი დაიხარჯება.

worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობამ 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით გზის სარემონტო სამუშაოებისთვის £6.6 მილიარდი გამოყო. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კი ხიდების შეკეთებასა და ორმოების ამოვსებისთვის £420 მილიონი დაიხარჯა.

ბრიტანეთის სატრანსპორტო მდივნის, ქრის გრეილინგის (Chris Grayling) თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გზებზე გაჩენილი ორმოები პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, მთავრობა პრობლემის მოგვარებას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფით, ცდილობს.

მსგავსი სტატიები