დიდ ბრიტანეთში დისნეილენდის მშენებლობაზე £3.5 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

ლონდონის Resort Company ბრიტანული დისლეილენდის გახსნას 2024 წლისთვის გეგმავს. პროექტი პირველად 2012 წელს წარადგინეს, რომლის მიხედვით, დისნეილენდის ორი პარკის მშენებლობაზე დაახლოებით £3.5 მილიარდი დაიხარჯება.

დისნეილენდი კენტის საგრაფოს, ქალაქ Swanscombe Peninsula – ში აშენდება. ორი პარკი 535 აკრს დაიკავებს და 50 ატრაქციონით დაკომპლექტდება.

Dailymail-ის ინფორმაციით, დისნეილენდის პროექტი მოიცავს 2,000 ადგილის მქონე თეატრის მშენებლობას. გარდა ამისა, პარკში განთავსდება სასტუმროები, კვების ობიექტები და ღამის კლუბები.

სავარაუდოდ, ბრიტანულ დისნეილენდს ყოველდღიურად 40,000 ადამიანი ესტუმრება და ბილეთის ფასი £57 შეადგენს.

მსგავსი სტატიები