ბრისტოლში 50 ერთეული “მწვანე შენობის” მშენებლობა იწყება

Construction News

ბრისტოლში “მწვანე შენობების” პროექტის განხორციელება იწყება, რომლის მიზანია  ქალაქის ნახშირბადისგან ნეიტრალურად ქცევა, 2030 წლისთვის.

პროექტის ფარგლებში, შალდონის მაგისტრალზე 50 ერთეული შენობის მშენებლობა იგეგმება PassivHaus-ის პრინციპებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის ენერგოეფექტურობას და გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი ძირითადად ითვალისწინებს ბუნებრივი მასალების გამოყენებას სამშენებლო პროცესში, რაც შენობას სუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ქიმიური მასალების გამოყენებას მინიმუმამდე დაიყვანს.

ქალაქის მცხოვრებლები იმედს გამოთქვავენ, რომ აღნიშნული პროექტი დადებით ეფექტს ჰაერის გაუმჯობესებაზე მოკლე დროში მოახდენს.

სამშენებლო სამუშაოებს, ქალაქის საბჭოს მხარდაჭერითა და სხვა პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით კომპანია “United Living” განახორციელებს.

მსგავსი სტატიები