ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ “ფლამენგოს” ახალგაზრდული გუნდის საწვრთნელ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროში მდებარე საწვრთნელ ცენტრში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც სპორტსმენებს ეძინათ. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ჯერ-ჯერობით ცხედრები იდენტიფიცირებული არ არის. დაღუპულთა ასაკი 14-დან 17 წლამდეა.
„ფლამენგო“ ბრაზილიის უდიდესი და ყველაზე ცნობილი კლუბია.
bbc.com