ბრაზილიის შტატ სან-პაულუს მინიციპალიტეტ რიბეირან-პირისში, წყალდიდობის შედეგად დანგრეულმა სახლმა 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შტატის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა სტიქიამ კი ჯამში 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის ერთი ჩვილია.
სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.