ბრაზილიაში შენობების ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

Construction News

რიო-დე-ჟანეიროში ორი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 13 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობები ნებართვის გარეშე იყო აშენებული.

რიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, სხვა 3 შენობის დემონტაჟი მოხდება, რომლებიც ნებართვის გარეშე იყო აგებული.

შეგახსენებთ, რომ რიო-დე-ჟანეიროში შენობები12 აპრილს ჩამოინგრა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევიდან მალევე მაშველებმა რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.

მსგავსი სტატიები