ბრაზილიაში შენობების ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 2 შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მრავალსართულიანი შენობები დილის საათებში ჩამოინგრა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები