ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა

Construction News

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში, კომპანია Vale-ს კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 131  ადამიანი ითვლება. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია  171დაღუპულის შესახებ.

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში კაშხალი 25 იანვრის დილით გაირღვა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი სტატიები