ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

Construction News

დედაქალაქის მერის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა. მისივე თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება.

მინდა, გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ დავავალო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს და რაც არის საჭირო ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. თუ არ გაქვთ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, დაანებეთ თავი და ტენდერში მონაწილეობას ნუ მიიღებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სტატიები