ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით დღეს თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

Construction News

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა.  კონფერენცია 20-21-22 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება და აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა.

კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება “ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს”, რა დროსაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში მოქმედი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ბოტანიკური ბაღები.

ცნობისთვის – კონფერენციაში მონაწილეობას ბოტანიკური ბაღის 40-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს.  

მსგავსი სტატიები