ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დათანხმდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში საავტომობილი გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებას. ბანკმა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის €210 მილიონი გამოყო.
„The Corridor Vc“ არის ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი. 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა ქალაქ რუდანკიდან დაიწყება და მოიცავს „Srpska“ – ის რესპუბლიკის ქალაქ დობოჯსაც (Doboj). დობოჯი ბოსნია და ჰერცეგოვინის მთავარი სატრანსპორტო ჰაბია.
ახალი პროექტი ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებად ითვლება. სამშენებლო გზის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ბოსნია და ჰერცეგოვინის მოსახლეობის 50% ცხოვრობს.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე კლიმატური ცვლილებები არ იმოქმედებს და ის მდგრადი იქნება დატბორვის შემთხვევაშიც.
მშენებლობა სავარაუდოდ, 2030 წელს დასრულდება.