ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრი მოეწყობა

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რის თანახმადაც, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრის მოწყობას კავკასიის ბუნების ფონდი და ორგანიზაცია „მერსი კორპი“ დააფინანსებენ​. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ინტერიერი სრულად შეიცვლება და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერაქციული სივრცე, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. 

მსგავსი სტატიები