გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში, მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენის ჩაყრის ფაქტის შესასწავლად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.
8 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მოქალაქე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის.
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით ოქმი შეადგინეს.
ცნობისთვის – სამართალდარღვევა, რომელიც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს, 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.