ბორჯომში “კავალერიის შენობის” რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი იწყება

Construction News

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3,000,000 ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.

პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის კორპუსის“ სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. ასევე დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის შემდეგ, შენობაში განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციის ნაწილი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

ცნობისთვის – კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ის1880 წელს აშენდა და ფსევდო გოთიკური სტილის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები