ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

Construction News

ბორჯომის ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.

ტყის მასივში ხანძრის შედეგად 2,5 ჰა ფართობი დაიწვა.

პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

მსგავსი სტატიები