ბოლო 4 დღეში 1000 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

Construction News

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

11 მარტის 16:00 საათისთვის არსებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება:

სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.

გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.

ქვემო ქართლი – თეთრიწყარო.

ღია კერა შენარჩუნებულია:

აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭართალი, ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მსგავსი სტატიები