მსოფლიოს ყველაზე მაღალი გეოთერმული ენერგიის ქარხნის მშენებლობა ბოლივიაში იგეგმება. ქარხნის სიმაღლე 4,980 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობაზე €16 მილიონი დაიხარჯება.
გეოთერმული ენერგიის ქარხნის მშენებლობა საპილოტე პროექტია, რომელსაც ბოლივიის ენერგოკომპანია „Ende Corporación“ განახორციელებს. „The Laguna Colorada“ საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის სამხრეთით გეოთერმული რეზერვების შეფასებას და 100- მეგავატიანი გეოთერმული ენერგიის ქარხნის მშენებლობას.
theconstructionindex.co.uk-ის ინფორმაციით, ქარხანა იმ ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს ელექტროენერგიით, ვისაც ამჟამად არ მიეწოდება.
მშენებლობა, სავარაუდოდ, 24 თვის განმავლობაში გაგრძელდება.