ბოდბის დედათა მონასტერთან 4,7 მლნ ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

Construction News

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან, ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა და წმ. ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა:
ორდონიანი ავტოსადგომი;
შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაცია;
სანიაღვრე სისტემა;
გათბობა-ვენტილაცია;
შიდა და გარე განათება;
ვერტიკალური გეგმარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის ივლისში დაიწყო და 𝟐𝟎𝟐𝟎 წლის ივნისში დასრულდება.

პროექტს “მუნიციპალური განვითარების ფონდი” “ევროპის საინვესტიციო ბანკის” (EIB) დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 𝟒,𝟕 მილიონი ლარია.

ინფორმაციას “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები