ბოდბეში ახლადაშენებული წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხეს

Construction News

დღეს ბოდბეში ახლადაშენებული წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხეს.

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე და მოაქცია ქართველი ერი”, – აღნიშნა ქადაგებისას ილია მეორემ.

პატრიარქმა ეკლესიის მშენებელობაზე დასაქმებული მუშები დალოცა და სიგელებით დააჯილდოვა.

წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, ხოლო 2012 წელს დაუსრულებელ ტაძარში პირველი ნინოობის საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. 2014 წელს გადაიხურა ტაძრის გუმბათი და აღიმართა ჯვარი.

მსგავსი სტატიები