ბიზნესომბუდსმენი: კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნეს სექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა

Construction News

ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ მედიას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

„კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის თქმითვე ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა საკითხზე.

მსგავსი სტატიები