თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის პირველი სართულის 15 კვადრატული მეტრი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.