ბერთუბნის დასახლებაში 597,695 ლარის ღირებულების წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

Construction News

გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში – წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზე დაახლოებით, 3,000 გრძივ მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.

სამუშაოები მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597,695 ლარი გამოიყოფა.

მსგავსი სტატიები