ბელარუსში, სილამაზის კონკურსი “მშენებლობის ლამაზმანი – 2020” გამოცხადდა

Construction News

ბელარუსის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო, სამშენებლო სექტორის სილამაზის კონკურსის დაწყების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, სილამაზის კონკურსი “მშენებლობის ლამაზმანი – 2020” უკვე გამოცხადდა და კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება ივლისის ბოლომდე შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მანდილოსნებს შეუძლიათ.

გასულ წელს კონკურსში 160 ქალბატონი იღებდა მონაწილეობას. მანდილოსნებს დაახლოებით 85,000 ადამიანი გულშემატკივრობდა. მონაწილეებმა გულშემატკივრების მხარდაჭერა არა მხოლოდ ბელარუსიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მიიღეს. სამშენებლო სექტორის ყველაზე ლამაზ წარმომადგენლებს ხმას აძლევდნენ ნათესავები, მეგობრები, საქმიანი პარტნიორები და ა.შ…

გასული წლის კონკურსის გამარჯვებულები, სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ სამშენებლო კომპანიებში:

  • პირველ ადგილზე გავიდა ბელარუსის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია “ბრესტჟილსტროის” დირექტორის მიმღების მდივანი ნატალია ბრიშტენი.
  • მეორე ადგილი, ბურღვითი კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იულია ნევეროვსკაიამ მოიპოვა.
  • მესამე ადგილზე გავიდა პროდუქციის ხარისიხის მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების მენეჯერი ნატალია ვარხოლა.

აღნიშნულ პროექტს, ტრადიციულად უჭერს მხარს ბელარუსის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სამშენებლო სექტორის ყველა გოგონებს – გავიგოთ სად მუშაობენ ყველაზე ლამაზი მანდილოსნები და ასეევე, რომელ კომპანიაში და რომელ ქალაქშია ყველაზე ძლიერი კორპორატიული სული!” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სილამაზის კონკურსი “მშენებლობის ლამაზმანი – 2020” აგვისტოში გაიმართება.

მსგავსი სტატიები