ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალი გაიმართა

Construction News

ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო.

2019 წლის დეკემბერში, ტანაპის პროექტის დაწყებამ ხაზი გაუსვა გაზის ტრანზიტის მნიშვნელოვან მოვლენას. მოგეხსენებათ, პროექტის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მოვლენით იწყება ახალი ერა ენერგოუსაფრთხოებაში. ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ წარმოდგენილები ვართ როგორც საერთაშორისო მოთამაშეები. მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს მოახდინოს საკუთარი როლის მნიშვნელობის დემონსტრირება ამ კონტექსტში”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, კორიდორის სამშენებლო სამუშაოები ასი პროცენტით დასრულებულია აზერბაიჯანსა და საქართველოში, თურქეთში კი სრულად არის შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

მინისტერიალი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.

ინფორმაციას “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები