ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის

Construction News

აზერბაიჯანის დედაქალაქში 4-სართულიან სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარია. ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ სავაჭრო ცენტრში აფეთქებაც მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში 500-მდე მაღაზია იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ, 30 მილიონი მანათია.

ცეცხლი შენობის ოთხივე სართულზეა გავრცელებული.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად ჩართულია 4 ვერტმფრენიც.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები