ბაქოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

Construction News

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, შესაბამისად ხანძრის ახლომდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ფარული კერების აღმოჩენა და ჩაქრობა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში 4-სართულიან სავაჭრო ცენტრში ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად ჩართული იყო ვერტმფრენებიც. შენობაში 500-მდე მაღაზია მდებარეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზარალი 30 მილიონი მანათია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები