ბარის ჭერის ჩამონგრევას, ჩინეთში, მსხვერპლი მოყვა

Construction News

ჩინეთის ერთ-ერთ ბარში ჭერის ჩამონგრევის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მათგან 52-ს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული, 12 კი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

ინციდენტი გვიან ღამით გუანსის პროვინციის ქალაქ ბაისში მოხდა . 700 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბარის ნანგრევებში მოყოლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ადგილზე მობილიზებულმა 250-მდე მაშველმა შენობის მე-3 სართულზე განთავსებული ბარიდან 65 ადამიანის გამოყვანა შეძლო. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.

მსგავსი სტატიები