ბანკებისა და მიკროსაფინანსოების დასაკუთრებული ქონება 170,7 მლნ ლარს შეადგენს

Construction News

კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა 170,749,652 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 95% კომერციულ ბანკებზე მოდის – აღნიშნულის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” წერს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 161,707,653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 9,041,999 ლარი შეადგინა, რაც 7.6 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16,677,553 ლარს შეადგენდა).

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

bpn.ge

მსგავსი სტატიები