ბანგლადეშში 19-სართულიან შენობაში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

Construction News

ბანგლადეშში, 19-სართულიან კომერციულ შენობაში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლთა შორის 3 ადამიანი ცათამბჯენიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა.

aljazeera.com-ის ინფორმაციით, დასაქმებულები ცათამბჯენის ფანჯრებიდან დახმარებას ითხოვდა. ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს შენობაში. სახანძრო სამსახური სამაშველო ოპერაციას ჯერ კიდევ აგრძელებს.

ხანძარი შენობის მეცხრე სართულზე გაჩნდა, თუმცა ჯერ დაუდგენელია მისი გამომწვევი მიზეზები.

მსგავსი სტატიები