ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien გაიხსნა

Construction News

ბათუმში “Marriot”-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “Le Méridien” ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო “Le Méridien” განლაგებულია “ბათუმი თაუერის” შენობაში და 105 ნომრისგან შედგება.

“ბათუმი თაუერი” 205 მეტრი სიმაღლისაა და კავასიაში ყველაზე მაღალ შენობად არის აღიარებული. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და აღნიშნულ შენობაში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფუნქციონირება იგეგმებოდა.

2015 წელს “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” ქ. ბათუმში მდებარე უძრავი ქონება “ბათუმი თაუერი” 25,004,626 აშშ დოლარად გაყიდა. სააგენტომ აღნიშნული სახელმწიფო ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ, პირობიანი ფორმით გამოიტანა. აღნიშნული უძრავი ქონება  შპს “ბათუმი თაუერმა” (სკ: 404483019) შეიძინა, რომელიც დეველოპერული კომპანია “რედკოს” მიერ 2014 წელს დარეგისტრირდა.

მყიდველმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, საპრივატიზებო ქონების ბაზაზე განეხორციელებინა სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, ვალდებულება მოიცავდა 15,000,000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის  ინვესტიციას და აღნიშნული უძრავი ქონების არანაკლებ 4-ვარსკვლავიან, მინიმუმ 100 ნომრიან სასტუმროდ ქცევას.

მსგავსი სტატიები