ბათუმში 850-მდე საცხოვრებელ კორპუსს დეზინფექცია ჩაუტარდება

Construction News

დღეს, ბათუმის მერიამ საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, სადეზინფექციო სამუშაოები ერთჯერადია და გეგმის მიხედვით 850-მდე კორპუსს უნდა ჩაუტარდეს.

ასევე, მოსახლეობას დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობაც აქვს, რისთვისაც ცხელი ხაზი მოქმედებს: 577-49-59-59

ინფორმაციას “ბათუმის მერია” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები