ბათუმში 22 სართულიან შენობაში ლიფტი ჩაწყდა

Construction News

ბათუმში, 22 სართულიან შენობაში ლიფტი ჩაწყდა.

ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა და ჩავარდა. ინციდენტის დროს ლიფტში 9 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო რამდენიმეს დაჟეჟილობა აღენიშნება.

ლიფტი სატვირთო დანიშნულებისაა, თუმცა ამ ლიფტით ადამიანები სარგებლობდნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კორპუსი დასრულებული არ არის, თუმცა შენობაში ათეულობით ოჯახია შესახლებული.

მსგავსი სტატიები