ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების მასშტაბური გამწვანება იგეგმება. მერიამ ხე-მცენარეების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებულია ბათუმის ქუჩებში 216 ხე-მცენარის დარგვა. პროექტის ღირებულება 135,000 ლარია.
2019 წლის ბოლომდე ბათუმში ჯამში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.