ბათუმში ხანძრის შედეგად 400 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლია დამწვარი

Construction News

დღეს დილით, ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის #1-ში ხანძრის შედეგად 400-მდე კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა. დაზარალებულია 8 ოჯახი, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან დროებით საცხოვრებელ ფართში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები