ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამუშაოების მიმდინარეობისას სამი მუშა დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცები, სავარაუდოდ, 3 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. შსს ცნობით კი, შემთხვევა წყლის მილის შეკეთებისას მოხდა. მათ მიწის მასა დაეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ajaratv.ge