ბათუმში ქაოტური მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

Construction News

“შეწყდეს ძველი ბათუმის ჩაბეტონება, გაუქმდეს ზონალური საბჭო, არ აშენდეს მაღლივი კორპუსები, არა ქიმიურ ტერმინალს!” – ამ მოთხოვნებით ბათუმსა და თბილისში აქციები გაიმართა.

ბათუმის ქაოსურ განაშენიანებაზე, ცათამბჯენების მშენებლობასა და ქალაქის ისტორიული ზონის საზღვრებზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. განხილვაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

”დაიცავი ძველი ბულვარის” აქტივისტებმა იმ დოკუმენტის დამტკიცება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებშია მოქცეული.

შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციებს აანონსებენ.

ajaratv.ge

მსგავსი სტატიები