ბათუმში უძრავი ქონების, მიგრაციისა და ინვესტიციების სფეროში ღონისძიება გაიმართება

Construction News

Global Promotion Group-ის ორგანიზატორები მოხარულები არიან წარმოგიდგინონ შემდეგი ღონისძიება, რომელიც გაიმართება მზიან ბათუმში 22 და 23 ივნისს – GREIMS Batumi – დახურული ღონისძიება უცხოური უძრავი ქონების, მიგრაციისა და ინვესტიციების სფეროში.

მონაწილეების 80% იქნებიან არა უცხოური უძრავი ქონების სააგენტოები და დეველოპერები, არამედ ადგილობრივი, ქართული კომპანიები. დანარჩენი 20% უცხოური კომპანიები. ბათუმის ღონისძიებისთვის Global Promotion Group ასევე უზრუნველყოფს დელეგაციას, რომელიც შედგება დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან. დელეგატები იქნებიან უცხოური უძრავი ქონების სააგენტიების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე მუშაობენ ან სამომავლოდ გეგმავენ საქართველოს უძრავ ქონებაზე მუშაობას და ასევე პოტენციური ინვესტორები და მყიდველები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში არსებული უძრავი ქონებით.

GREIMS Batumi – გაიმართება 2 დღის განმავლობაში:

– 1 დღე ორიენტირებულია გამორჩეულად უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალებზე, რომლებიც დაინტერესებულები არიან პორტფოლიოს გაფართოებით ან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებით მონაწილეებს შორის.

– 2 დღე ეთმობა პოტენციურ მყიდველებსა და ინვესტორებს, რომლებიც ეძებენ გამზადებულ შემოთავაზებას.

GREIMS Batumi-ს მონაწილეების უპირატესობები:

ძირითად უპირატესობად ითვლება კავშირის დამყარება და საჭირო კონტაქტების შეძენა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

GREIMS Batumi-ს რიგით მეორე უმნიშვნელოვანესი უპირატესობა – ეს არის საშუალება გააცნოთ თქვენი კომპანია სამიზნე აუდიტორიას და გაამყაროთ თქვენი პოზიციები ქართულ ბაზარზე.

GREIMS Batumi-ში მონაწილეობის უდავო უპირატესობაა სარეკლამო რესურსების მაქსიმალური გამოყენება: ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდური გამოცემა, ვიდეო გამოქვეყნება YouTube-ზე, თქვენი შეთავაზების განთავსება უმსხვილეს საერთაშორისო სამიზნე პორტალებზე, მონაცემთა ბაზის გაზრდა, პარტნიორების ყოლა თითქმის მთელ მსოფლიოში. რომ აღარაფერი ვთქვათ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე, როგორც სპონსორი.

GREIMS Batumi არ არის Global Promotion Group-ის მიერ მოწყობილი პირველი დახურული ღონისძიება. 2018 წლის 12-13 სექტემბერს Radisson Blu Batumi-ში გაიმართა პირველი დახურული ტიპის გამოფენა უძრავი ქონების, მიგრაციისა და ინვესტიციების სფეროებში, ძველი სახელით – GEOREX Batumi.

GEOREX Batumi-ს სპიკერები და მონაწილეები იყვნენ: Colliers International, Georgia, Clap, Rekan Group, Schuchmann Real Estate, Hochbau, Mgzavrebi Hotel Chain, Tropical Garden, MyHome.ge, SkyInn, ConPro, NV-company.

GEOREX Batumi დაიწყო მრგვალი მაგიდით, რომლის მსვლელობის დროსაც განიხილებოდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა, კერძოდ ბათუმის. საერთაშორისო ინვესტიციების მნიშვნელობა და მოზიდვის გზები. ადგილობრივი ექსპერტების ურთიერთქმედება უცხოელ პარტნიორებთან და მრავალი სხვა. განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი უძრავი ქონების პროფესიონალები და სპეციალურად მოწვეული დელეგატები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, კვიპროსიდან, ყაზახეთიდან და სხვა. მრგვალი მაგიდის სპიკერებისა და მსმენელების აზრით ეს დისკუსია ძალიან აქტუალური და საინტერესო იყო, განსაკუთრებით საქართველოს უძრავი ქონების მზარდი მოთხოვნით და ბათუმში ტურისტების ნაკადის მუდმივი ზრდით.

შემდგომში ბიზნეს პროგრამა გაგრძელდა პრეზენტაციების სერიით, რომლებსაც კომპანიები წარადგენდნენ პირველ დღეს ადგილობრივი და მოწვეული უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალებისთვის, ხოლო მეორე დღეს უშუალოდ მყიდველებისა და ინვესტორებისთვის.

GREIMS Batumi-ში მონაწილეობის მისაღებად ან რეგისტრაცია სტუმრის სტატუსით დასარეგისტრირებლად პირველ ან მეორე დღეს, დატოვეთ განცხადება საიტზე ან დაუკავშირდით ორგანიზატორებს.

კონტაქტები:

ვებ-გვერდი: www.greims.com

E-mail: info@greims.com

ტელეფონი: +995 571 027 272 .

მსგავსი სტატიები