ბათუმში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

Construction News

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ცენტრალური ქუჩების მორწყვა ყოველდღიურ რეჟიმში, ცხელ ამინდში კი, დღეში 2-ჯერ ხორციელდება. ასევე ირწყვება ის ქუჩები, რომლებზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა დღეში ოთხჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი, ხუთჯერ ხორციელდება. გამოძახების შემთხვევაში მუშაობს მორიგე მანქანა.

პლაჟების დასუფთავების მიზნით შეიქმნა დამატებითი ბრიგადები, დაემატა 50 ადამიანი. სანაპირო ზოლის დასუფთავება დღეში ორჯერ მიმდინარეობს.

დეზინსექცია – დერატიზაციის ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები.

სანდასუფთავების სამსახურმა შეიძინა 400 ახალი კონტეინერი, უახლოეს დღეებში კიდევ 200 ერთეულის, სექტემბრის თვეში კი, 600 ერთეულის დამატება მოხდება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები