ბათუმში სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2,500,000 ლარი დაიხარჯება

Construction News

ბათუმში, სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა: გრუნტის სამუშაოები, ახალი ჭების მოწყობა, კანალიზაციის დაერთების სამუშაოები, ბორდიურების მონტაჟი.

გარდა ამისა, ხიდის მომიჯნავედ ჩამოისხა ორი კედელი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 2,500,000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები