ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 300 კვ.მ ფართობი დაიწვა.
ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.