ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 70 კვ/მ ფართობი დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.