ბათუმში, სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი გაჩნდა. “პირველი არხის” ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროში მდებარე საუნას გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
სასტუმროდან პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.