ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორსართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგად 30 კვ. მ საცხოვრებელი ფართი და 200 კვ. მ სასხვენო გადახურვა დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე 9 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.