ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი ბულვარის მოწყობა  მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნაწილი გულისხმობს ასევე ბულვარის მოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ქალაქ ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის  პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულებაა 55,609,957 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა.

ბათუმის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი, დაახლოებით 2კმ-ის სიგრძეზე განიცდის ძლიერ ეროზიას. ამ მონაკვეთის გასწვრივ გასული წლების განმავლობაში ზღვამ მიიტაცა დამუშავებული მიწები და სახლები. სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების გარეშე სანაპიროს ეროზია გაგრძელდება აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვის ღონისძიებები მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.  არსებული ბულვარის აღდგენილ პლაჟთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ცალი 20 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი.

პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკებერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები